საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ბიზნესსექტორს მიმართავს, კომპანიებში კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებებს პასუხისმგებლობით მოეკიდოს
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ბიზნესსექტორს მიმართავს, კომპანიებში კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებებს პასუხისმგებლობით მოეკიდოს

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია უერთდება საქართველოს მთავრობის მოწოდებას და ბიზნესსექტორს მიმართავს, განსაკუთრებული ყურადღებითა და პასუხისმგებლობით მოეკიდოს კომპანიებში ვირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებს, ზედმიწევნით იქნას დაცული საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, განსაკუთრებით თერმოსკრინინგის, პირბადის ტარებისა და დეზინფექციის ნაწილში.

„უმნიშვნელოვანესია, რომ ბიზნესოპერატორის განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, კომპანიაში ინფიცირების თითოეული შემთხვევის გამოვლენისას, არ დაველოდოთ ინფიცირებულის უახლოესი სამსახურებრივი კონტაქტების ტესტირების შედეგებს და მყისიერად მოვახდინოთ მათი იზოლირება სამუშაო პროცესისაგან, რათა საჭირო არ გახდეს ორგანიზაციაში უფრო მასშტაბური შემზღუდავი ღონისძიებების განხორციელება, რაც დააზარალებს ჩვენს ბიზნესებს“, – განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ პანდემიის გავრცელების საწინააღმდეგო რეკომენდაციების დაცვასა და შესრულებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს“, – აცხადებენ ასოციაციაში.