„საქართველოს ბანკი“ - ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის
„საქართველოს ბანკი“ - ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის

ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენთვის უპირველესად მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი თანამშრომლების, ისე მომხმარებლების უსაფრთხოება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „საქართველოს ბანკის“ პრესსამსახურში განუცხადეს.

როგორც ბანკში განმარტავენ, ყველაფერი გაკეთდება მათი უსაფრთხოებისთვის.

„ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენთვის უპირველესად მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი თანამშრომლების, ისე მომხმარებლების უსაფრთხოება. ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ყველაფერს გავაკეთებთ მათი უსაფრთხოებისთვის“, – აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

არსებული ინფორმაციით, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა. თავდამსხმელს სავარაუდოდ რამდენიმე მძევალი ჰყავს აყვანილი.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.