საქართველოს ავიაციის სააგენტომ და საფრანგეთის ავიაციის დეპარტამენტმა ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამის გაგრძელებას მოაწერეს ხელი
საქართველოს ავიაციის სააგენტომ და საფრანგეთის ავიაციის დეპარტამენტმა ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამის გაგრძელებას მოაწერეს ხელი

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ და საფრანგეთის სამოქალაქო ავიაციის მთავარმა დეპარტამენტმა ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამის კიდევ ოთხი წლით გაგრძელებას მოაწერეს ხელი.

აღნიშნული პროგრამა 2014 წელს გაფორმებული პროგრამის გაგრძელებაა.

პროექტის მიზანია, საფრანგეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაგრძელება საჰაერო ტრანსპორტის ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით, მათ შორის: მიმოსვლის ზრდა, საავიაციო საიმედოობა, უსაფრთხოება და საჰაერო მიმოსვლის მართვა.

პროგრამის ფარგლებში ქართველ საჰაერო მეთვალყურესა და სამოქალაქო ავიაციის ქართველ ექსპერტებს უკვე მიეცათ საშუალება, საფრანგეთის სამოქალაქო ავიაციის ეროვნულ სკოლაში (ENAC) მიეღოთ განათლება.

ღონისძიებას საქართველოში საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე დაესწრო.