საქართველოს ავიაბაზარზე შესაძლოა, ორი ახალი ავიაკომპანია შემოვიდეს 
საქართველოს ავიაბაზარზე შესაძლოა, ორი ახალი ავიაკომპანია შემოვიდეს 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით, აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“ მოლაპარაკებებს ორ ახალ ავიაკომპანიასთან აწარმოებს.

„ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს „ონურ ეარსა“ (Onur Air) და „ჯეტ ჰანდლინგთან“.

მათივე ცნობით, ზაფხულის სეზონზე თურქული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Onur Air ანტალიის მიმართულებით ჩარტერული ფრენების დაწყებას კვირაში სამჯერ გეგმავს, კვიპროსული Jet Handling კი, ჩარტერული რეისების განხორციელებას კვიპროსიდან თბილისის მიმართულებით აპირებს.