საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს მთაწმინდის პანთეონში და გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა [ვიდეო]

18:22, 15.12.2018

საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე წმიდა ილია მართლის საფლავი მოილოცა და პატივი მიაგო მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალულ ღვაწლმოსილ ადამიანებს. ვიდეომასალას პრესსამსახური ავრცელებს.

დღესვე სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილი დღეს მთაწმინდაზე, მამა დავითის სახელობის ეკლესიაში მივიდა, სადაც ლოცვას დაესწრო.

არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში 16 დეკემბერს გაიმართება.

მსგავსი