საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მეთერთმეტე ადგილზე დაასრულა #1TVSPORT
საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მეთერთმეტე ადგილზე დაასრულა #1TVSPORT

საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მეთერთმეტე ადგილზე დაასრულა. გადამწყვეტ შეხვედრაში ჩვენი გუნდი უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდა. შეხვედრა უგოლოდ დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში ქართველებმა 3:1 იმარჯვეს.

შეგახსენებთ, რომ წინა დღეს საქართველოს ნაკრებმა გერმანიასთან ბოლო წუთზე გაუშვა გოლი, 1:2 დამარცხდა და სწორედ ამიტომ მოუწია მეთერთმეტე ადგილისთვის ბრძოლა. ქართველებმა საბოლოოდ 14 გუნდში მეთერთმეტე ადგილი დაიკავეს.

დატოვე კომენტარი