საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონის გამარჯვებულია #1TVSPORT
საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრებმა ერთა ლიგის C დივიზიონში გამოსვლა წარმატებით დაასრულა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. თამაშებს ბელგიამ უმასპინძლა. ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა ოთხი მატჩი ჩაატარა – მათგან ორი მოიგო და ორი ფრედ დაასრულა.
პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა მასპინძელ ბელგიას 5:0 სძლია. ისრაელის წინააღმდეგ ჩატარებული მეორე შეხვედრა ფრედ, 3:3 დასრულდა. საბერძნეთის ნაკრებთან მატჩი საქართველომ 2:0 მოიგო, უკრაინასთან კი 0:0 ითამაშა.
C დივიზიონში გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონში თამაშის უფლება მოიპოვა. მატჩები 2025 წელს გაიმართება.