საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა და პლეი ოფში ითამაშებს #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა და პლეი ოფში ითამაშებს #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა B დივიზიონში ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი ესტონეთთან გამართა და 97:60 გაიმარჯვა.

კოტე ტუღუშის გაწვრთნილ გუნდს აქამდე ორი მოგება და ერთი წაგება ჰქონდა – სძლია ალბანეთსა და ბულგარეთს, დამარცხდა რუმინეთთან.

ბოლო ტურში, ესტონეთთან მატჩში უნდა გადაწყვეტილიყო, გავიდოდა თუ არა ჩვენი გუნდი პლეი ოფში, სადაც ჯგუფის საუკეთესო ორი ნაკრები გადიოდა.

ესტონეთთან ახალგაზრდა ქართველებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა და პირველი ტაიმი 41:29 მოიგეს. დარჩენილ დროში სხვაობა კიდევ გაზარდეს და საბოლოოდ 37-ქულიანი სხვაობით გაიმარჯვეს – 97:60.

ჩვენს გუნდში ორმაგი დუბლით გამოირჩა გიორგი სულაბერიძე (21 ქულა, 12 მოხსნა), 20 ქულა და 9 მოხსნა ჰქონდა ათუკა ბახტაძეს, გიორგი ოჩხიკიძეს – 15 ქულა, 7 პასი და 6 მოხსნა.

მეოთხდფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა.