საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბელგიასთან მატჩის წინ საგურამოში ივარჯიშა #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩს 24 ივნისს „დინამო არენაზე“, ბელგიის ახალგაზრდული გუნდის წინააღმდეგ გამართავს.
პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა, ბელგიისა და ნიდერლანდების მატჩი კი ფრედ 0:0 დასრულდა.
23 ივნისს საქართველოს ნაკრებმა ოფიციალური რეგლამენტით გათვალისწინებული მატჩისწინა ვარჯიში საგურამოში, თბილისის „ლოკომოტივის“ ბაზაზე ჩაატარა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა კუტალაძე („დინამო თბილისი“), ნოდარ ყალიჩავა („სამგურალი“).
მცველები: ცოტნე კაპანაძე („საბურთალო“), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“ დონეცკი, უკრაინა), ივა გელაშვილი („საბურთალო“), სანდრო კალანდაძე („დინამო თბილისი“), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა („საბურთალო“), საბა ხვადაგიანი („დინამო თბილისი“), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, სერბეთი), საბა საზონოვი („დინამო“ მოსკოვი, რუსეთი).
ნახევარმცველები/თავდამსხმელები: ოთარ მამაგეიშვილი („საბურთალო“), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“ პოზნანი, პოლონეთი), ნიკა ხორხელი („სამგურალი“), გაბრიელ სიგუა („დინამო თბილისი“), ნიკა გაგნიძე („დილა“ გორი), გიორგი მოისწრაფიშვილი („დინამო თბილისი“), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო თბილისი“), ლუკა გაგნიძე („დინამო“ მოსკოვი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ნოდარ ლომინაძე („სამგურალი“), გიორგი გულიაშვილი („სარაევო“, ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიორგი გაგუა („რეალ უნიონი“, ესპანეთი).