U21 | საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან 2:1 დაწინაურდა [ვიდეო] #1TVSPORT

21:36, 15.10.2024

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩს ქუთაისში მართავს. მისი მეტოქეა ჩრდილოეთ მაკედონია.

მეორე ტაიმის დასაწყისში ანგარიში მაკედონიელებმა გახსნეს, თუმცა ჩვენმა გუნდმა დაწინაურება მაინც მოახერხა. 61-ე წუთზე ანგარიში გორდეზიანმა გაათანაბრა, ხოლო ათ წუთში ლომინაძემ საქართველო წინ გაიყვანა.

მსგავსი