ევრო 2025-ის პლეი ოფში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მეტოქე 17 ოქტომბერს გაირკვევა #1TVSPORT
ევრო 2025-ის პლეი ოფში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მეტოქე 17 ოქტომბერს გაირკვევა #1TVSPORT

17 ოქტომბერს, 14:00 საათზე უეფა-ს ოფისში 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის წილისყრა გაიმართება და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეტოქე გამოვლინდება – რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა გუნდმა შესრაჩევ ციკლში მეორე ადგილი დაიკავა და ზედიზედ მეორედ აქვს შანსი, ფინალურ ტურნირზე ითამაშოს.

პირველ შემთხვევაში საქართველოს ნაკრებმა ევრო 2023-ზე მასპინძლის რანგში მიიღო მონაწილეობა, შესარჩევი ტურნირიდან კი გუნდს ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი პირველად აქვს.

საქართველოს ნაკრების სავარაუდო მეტოქეები არიან ბელგია, ხორვატია, ჩეხეთი, ფინეთი და ნორვეგია. პლეი ოფის ორმატჩიანი დაპირისპირებები 14-19 ნოემბერს გაიმართება.

ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 2025 წლის 11-დან 28 ივნისის ჩათვლით სლოვაკეთში გაიმართება.