საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბაქოში აზერბაიჯანს 3:0 მოუგო
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბაქოში აზერბაიჯანს 3:0 მოუგო

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევრო2021-ის შესარჩევი ციკლის მეორე შეხვედრა ბაქოში აზერბაიჯანთან დამაჯერებლად მოიგო, ორ შეხვედრაში ექვსი ქულა დააგროვა და მეორე შესარჩევ ჯგუფში ექვსი ქულით დაწინაურდა.

ბაქოს „დალგა არენაზე“ გამართულ შეხვედრაში ანგარიში 45+3-ე წუთზე ვატო არველაძემ გახსნა.

აზერბაიჯანელები 48-ე წუთზე 10 კაცით დარჩნენ: ნიკა ნინუა აზერბაიჯანელთა კაპიტანმა, გიჯიაგა ჰაჯიევმა უხეშად მოცელა. მთავარმა არბიტრმა მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედანი დაატოვებინა.

73-ე წუთზე, გიორგი არაბიძის გადაცემით, ირაკლი ბუღრიძემ საქართველოს უპირატესობა გაზარდა 0:2.

საბოლოო შედეგი კი 83-ე წუთზე არაბიძემ ეფექტური გოლით დააფიქსირა – 0:3 საქართველოს სასარგებლოდ.