საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა B დივიზიონი ავსტრიასთან მატჩით გახსნა #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა B დივიზიონში პირველი მატჩი გამართა. შეჯიბრება სომხეთის დედაქალაქ ერევანში მიმდინარეობს.
კოტე ტუღუშის გაწვრთნილი გუნდის პირველი მეტოქე ავსტრიის 20-წლამდელთა ნაკრები იყო, რომელმაც მატჩი სტაბილურად ჩაატარა და 89:78 გაიმარჯვა.
ავსტრიელთა წარმატება პერიმეტრიდან სროლის სიზუსტემ განაპირობა. მათ 31-დან 11 სამქულიანი ჩააგდეს. ლიდერობა კი ომერ სულიანოვიჩმა იკისრა – 27 ქულა.
ქართველთაგან ყველაზე მეტი თენგო გოგიშვილმა ჩააგდო – 17 ქულა. ავთანდილ ბახტძის ანგარიშზე 12 ქულა და 7 მოხსნაა.
ჩვენი ნაკრები მომდევნო მატჩს 12 ივლისს შვეიცარიის წინააღმდეგ გამართავს.