საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სტუმრად საბერძნეთს ეთამაშება - რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ათენის „პანათინაიკოსის“ სტადიონზე, „ლეოფოროსზე“ თბილისის დროით 19:00 საათზე საბერძნეთს დაუპირისპირდება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
„შეკრებამ ნორმალურად ჩაიარა. დიდი ინტერესით ველით შეხვედრას. ვიცით, რომ საქმე გვაქვს ძლიერ მეტოქესთან, საბერძნეთს კარგი ფეხბურთელები ჰყავს და ჯგუფის ლიდერია. თუმცა ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვის ვეთამაშებით, ქულები გვჭირდება და ვეცდებით, საბერძნეთთან გავიმარჯვოთ“, – აღნიშნა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ.

სამი ტურის შემდეგ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ჯგუფურ ეტაპზე, F ჯგუფში საქართველოს ნაკრებს 5 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა, გერმანია, რომელსაც 18 ნოემბერს „მიხეილ მესხზე“ ვუმასპინძლებთ, 6 ქულით მეორე ადგილს იკავებს, ხოლო ჩვენი უახლოესი მეტოქე – საბერძნეთი 9 ქულით ლიდერობს.
14 ნოემბერი – საბერძნეთი V საქართველო | 19:00
18 ნოემბერი – საქართველო V გერმანია | 21:00