საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შვეიცარიასთან დამარცხდა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ვინტერთურის სტადიონ „შუტზენვიზე“ შვეიცარიასთან ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში დასანანი მარცხი განიცადა.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა 0:0. მთავარი ამბები მეორე ნახევარში მოხდა. 57-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა გერმანული „აუსბურგის“ შემტევმა რუბენ ვარგასმა შანსი გოლად აქცია 1:0.

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ანგარიში სწრაფად გაათანაბრა – მე-60 წუთზე, საჯარიმო გიორგი არაბიძემ შესანიშნავად შეასრულა – 1:1.

ამის შემდეგ, რეალური საგოლე მომენტი ორივე ნაკრებმა შექმნა. 79-ე წუთზე ვატო არველაძემ მეკარესთან პირისპირ არაბიძე დატოვა, მაგრამ მეკარე ანტონი რაჩოპი შვეიცარიელები აშკარა გოლისგან იხსნა. 83-ე წუთზე შვეიცარიელებმა თავისი მომენტით ისარგებლეს, გოლი კი „იანგ ბოიზის“ ნახევარმცველმა, ჯორდან ლოტომბამ გაიტანა 2:1.

გია ცეცაძის გუნდს წონასწორობის აღდგენის რეალური შანსი 89-ე წუთზეც ჰქონდათ: ნიკა მალმა მეკარესთან პირისპირ ნუგზარ სპანდერაშვილი დატოვა, რომელმაც კარს ააცილა და შვეიცარიამ 2:1 მოიგო.

ამ მოგებით შვეიცარია „ბ“ ჯგუფში პირველ ადგილზე დაწინაურდა, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები კი მეორე ადგილზე დაქვეითდა. შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი 16 ნოემბერს საფრანგეთთან გასვლაზე ჩაატარებს, 18 ნოემბერს კი სლოვაკეთს ასევე გასვლით მატჩში დაუპირისპირდება.

ევრო 2021 შესარჩევი „ბ“ ჯგუფი

შვეიცარია U21 – საქართველო U21 2:1

საქართველო U21: ჩოჩიშვილი – ბერიაშვილი, კობოური, ლოჩოშვილი – მალი, კუცია, ნინუა (86. კოხრეიძე), სილაგაძე (87. ნებიერიძე) – არაბიძე, არველაძე (86. ბუღრიძე), ქავთარაძე (75. სპანდერაშვილი)

მთავარი მწვრთნელი: გია ცეცაძე
გოლები: 1:0 ვარგასი (57), 1:1 არაბიძე (61), 2:1 ლოტომბა (83)

მთავარი არბიტრი: ფ. ტრასტინი (მალტა)

გაფრთხილებები: ბერიაშვილი (34), კობოური (50), არაბიძე (85).