საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შვედეთთან პირველივე ტაიმში დაწინაურდა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ბოლოსწინა შეხვედრას ატარებს. ჩვენს გუნდს ჯგუფიდან გასვლის კარგი შანსი აქვს. უშუალო კონკურენტი კი შვედეთია. სწორედ შვედეთთან სტუმრად მიმდინარე მატჩში ანგარიში ქართველებმა გახსნეს.

13-ე წუთზე ეს ნოდარ ლომინაძემ გააკეთა. 1:0 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ.