საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები რიგაში სრული შემადგენლობით ემზადება #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, რომელიც მესამე დღეა რიგაში იმყოფება, სრული შემადგენლობით დღეს ივარჯიშა. რამაზ სვანაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას ლატვიასთან და მალტასთან გასვლითი მატჩებით განაგრძობს.
ქართველი 21-წლამდელები ლატვიას 10 ოქტომბერს რიგაში, რფს-ის სტადიონზე დაუპირისპირდებიან, ხოლო 14 ოქტომბერს, ტა ქალის „ცენტენარი სტედიუმზე“ მალტას ესტუმრებიან. ლატვიასთან მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და „პირველი არხი სპორტი“ შემოგთავაზებთ.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მატჩების გრაფიკი
10 ოქტომბერი – ლატვია V საქართველო | 19:00
14 ოქტომბერი – მალტა V საქართველო | 21:00
U21 | შემადგენლობა
მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), საბა ქაჯაია (რეალ მურსია, ესპანეთი), გიორგი ყავლაშვილი (უნიონ სან-ჟილუაზი, ბელგია).
მცველები: ჟორჟე ქარსელაძე (აკადემიკა კოიმბრა, პორტუგალია), დავით ბუკია (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (დინამო თბილისი), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი), გელა სადღობელაშვილი (დინამო თბილისი), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი).
ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), ნიკოლოზ დადიანი (იბერია 1999), გურამ ჯაფარიძე (დინამო ბათუმი), ცოტნე ბერელიძე (დინამო თბილისი), გია ნადარეიშვილი (გაგრა), ირაკლი იეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), ლუკა წულუკიძე (დინამო ბათუმი), ალეკო ბასილაძე (ტორპედო ქუთაისი), გიორგი ტაბატაძე (ვაილე, დანია).
თავდამსხმელები: დიეგო დეისაძე (ტერმალიკა ნეცეჩა, პოლონეთი), დავით გოცირიძე (გაგრა), ლუკა პარკაძე (ზალცბურგის აუსტრია, ავსტრია), თეიმურაზ ოდიკაძე (დინამო თბილისი).