საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები გიბრალტარს უმასპინძლებს - გუნდმა მატჩამდე ქუთაისში ივარჯიშა #TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები გიბრალტარს უმასპინძლებს - გუნდმა მატჩამდე ქუთაისში ივარჯიშა #TVSPORT

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპს იწყებს. რამაზ სვანაძის გუნდი დღეს, 6 სექტემბერს, 20:00 საათზე ქუთაისში გიბრალტარს შეხვდება, ხოლო მეორე ტურში, 12 სექტემბერს კიშინეუში მოლდოვას დაუპირისპირდება.

21-წლამდელთა ნაკრებმა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არხი შემოგთავაზებთ.

U21 | შემადგენლობა:

მეკარეები: ლევან თანდილაშვილი (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (სამტრედია), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი).

მცველები: გიორგი მაისურაძე, ლუკა ლაცაბიძე, საბა ხვადაგიანი (სამივე – დინამო თბილისი), საბა გოგლიჩიძე (ტორპედო ქუთაისი), გეგი გეგუჩაძე (ლოკომოტივი თბილისი), ზურაბ რუხაძე (მეტა, ლატვია), საბა მამაცაშვილი (გაგრა).

ნახევარმცველები: ლევან ოსიყმაშვილი, ოდიშარია (ორივე – დინამო თბილისი), ნოდარ ლომინაძე (სამგურალი წყალტუბო), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი (ლიეპაია, ლატვია), ლაშა თორნიკე მორჩილაძე (თელავი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), შალვა ოგბაიძე (დენ ბოსხი, ნიდერლანდები), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ირაკლი ეგოიანი (ტვენტე, ნიდერლანდები).

თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (პაოკი, საბერძნეთი), გიორგი აბუაშვილი (პეტროლული, რუმინეთი), ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი).

U21 | შემოდგომის განრიგი:

6 სექტემბერი, 20:00

საქართველო – გიბრალტარი

12 სექტემბერი, 21:00

მოლდოვა – საქართველო

12 ოქტომბერი

საქართველო – ნიდერლანდები

17 ოქტომბერი

საქართველო – შვედეთი

16 ნოემბერი

ჩრდილო მაკედონია – საქართველო

მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე – tkt.ge. ასევე, 2 სექტემბრიდან 6 სექტემბრის ჩათვლით რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის სალაროებში, რომელიც 11:00-დან 20:00 საათამდე იმუშავებს.