საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა #1TVSPORT

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გერმანიას უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.

ექვსგუნდიანი ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე ორი საუკეთესო გადის. უშუალოდ ამ შეხვედრამდე საქართველოს ოთხი ტურის შემდეგ ხუთი ქულა ჰქონდა და სატურნირო მდგომარეობის გამოსასწორებლად გამარჯვება ძალიან სჭირდებოდა. თუმცა თავიდანვე გამოჩნდა, რომ ახალგაზრდა გერმანელებთან წარმატების მიღწევა რთული იქნებოდა. ისინი თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას და პირველი ტაიმის ბოლოს კარლის გოლით 1:0 დაწინაურდნენ.

მეორე ტაიმში გერმანიის ახალგაზრდულმა ნაკრებმა მეორე გოლიც მალევე გაიტანა. ეს 58 წუთზე ცეროლდიმ გააკეთა. დარჩენილ დროში გოლი აღარ გასულა და შეხვედრაც სტუმართა გამარჯვებით დასრულდა – 2:0.

ხუთი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 1 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება აქვს და ჯგუფში მეოთხე ადგილზეა. მას საბერძნეთი, გერმანია და ჩრდილოეთ ირლანდია უსწრებენ. რამაზ სვანაძის გუნდი მომდევნო მატჩს 27 მარტს საქართველოში ლატვიასთან გამართავს.

საქართველო [U21] – გერმანია [U21] 0:2

 გოლები: 0:1 კარლი (45+2). 0:2 ტრესოლდი (58).

საქართველო: ბერუაშვილი, გვასალია, გ. ტაბატაძე (46. პარკაძე), ბუკია, გიუნაშვილი, ხარებაშვილი (55. ქარსელაძე), ჯაფარიძე (67. ბერელიძე), ლორთქიფანიძე (67, წულუკიძე), ბასილაძე, დადიანი, დეისაძე (84. ღურწკაია).

სათადარიგოები: მაქაცარია, ანანიძე, გოცირიძე, ჩოჩია.

გერმანია: ზაიმენი, კოლინსი, ცენტერი, კუარში, იელტში, ბიშოფი, კემლაინი (75. ასეკო), კიომური (63. დამარი), კარლი (84. კადე), ტრესოლდი (75. ვაიპერი), ელ მალა (63. ანსა)

სათადარიგო: ბაკჰაუზი, მორგალა, იბრაჰიმოვიჩი, პეიჩინოვიჩი,

გაფრთხილება: დაიანი (88).

არბიტრი: ა. გალტახჩიანი (სომხეთი)