საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევრო 2021-ის შესარჩევის მეოთხე შეხვედრას დღეს საფრანგეთთან გამართავს
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მეოთხე შეხვედრას დღეს გასვლაზე საფრანგეთთან გამართავს – მატჩი ნანსის „მარსელ პიკოტზე“ გაიმართება.
მატჩის წინ გუნდი ორი დღის განმავლობაში გერმანიაში, შტუტგარტთან ახლოს, პატარა ქალაქ ასპახში ემზადებოდა.
სამწუხაროდ, გია ცეცაძის გუნდი ოფიციალურ მატჩებს დანაკლისით ხვდება – ნაკრებს გიორგი არაბიძე, ვატო არველაძე, ლუკა ლაკვეხელიანი და ლევან ხარაბაძე ვერ დაეხმარებიან.
მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (გრანადა, ესპანეთი), დემეტრე ბულისკერია (ლოკომოტივი), გიორგი მამარდაშვილი (რუსთავი);
მცველები: ილია ბერიაშვილი (თელავი), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი), ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა, სლოვაკეთი), ვაჟა ფაცაცია (დინამო ბთ), დავით კობოური (დინამო თბ), ლაშა უგრეხელიძე (სიონი), ნიკა მალი (საბურთალო), ვახტანგ ნებიერიძე (ტორპედო);
ნახევარმცველები: იური ტაბატაძე (საბურთალო), ლუკა სილაგაძე (რუსთავი), ნიკა ნინუა (დინამო თბ), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), გიორგი კუცია (დილა), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), რატი არდაზიშვილი (ჩიხურა);
თავდამსხმელები: ბექა ქავთარაძე (რუსთავი), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი, ბელგია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო).
საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სილვენ რიპოლიმ საქართველოსთან მატჩისთვის 21 მოთამაშე გამოიძახა:
მეკარეები: ალბან ლაფონტი (ნანტი), ილან მესლერი (დილს იუნაიტედი), გაეტან პუზინი (ბორდო);
მცველები: ნიკოლა კოზა (მონპელიე), კოლინ დაგბა (პარი სენ-ჟერმენი), ბუბარაქ კამარა (მარსელი), ენდი პელმარდი (ნიცა), დაიო უპამეკანო (ლაიპციგი), დან-აქსელ ზაგადუ (დორტმუნდი), რაიან აიტ ნური (ანჟე);
ნახევარმცველები: ედუარდო კამავინგა, იმრან ლუზა (ოირვე – ნანტი), ჟან-რიკნერ ბელგარდი (სტარსბურგი), იუსუფ სეიდუ (სენტ-ეტიენი), ჯეფ რაინე-ადელაიდე (ლიონი);
თავდამსხმელები: ოდსონ ედუარი (სელტიკი), ჯონატან იკონე (ლილი), ბრაიან მბეუმო (ბრენტფორდი), არნო ნორდინი (სენტ-ეტიენი), მუსა დიაბი (ლევერკუზენი).
ფრანგებმა შესარჩევ „ბ“ ჯგუფში გამოსვლა ყველაზე გვიან დაიწყეს და ჯერ მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარეს, მაგრამ სილვენ რიპოლის გუნდმა ორივე მოიგო და საქართველოს გაუთანაბრდა, რომელმაც სამიდან ორ მატჩში გაიმარჯვა.