საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები დღეს სლოვაკეთს დაუპირისპირდება
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები დღეს სლოვაკეთს დაუპირისპირდება

დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე, საქართველოს ახალგაზრდული საფხებურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მორიგ მატჩს სლოვაკეთში, ადგილობრივ ეროვნულ გუნდთან გამართავს.

შეგახსემენთ, რომ ჩვენს გუნდს დღეისათვის ოთხი მატჩი აქვს ჩატარებული და ექვსი ქულით ჯგუფში მესამე ადგილზე იმყოფება, სლოვაკეთი კი სამი მატჩიდან ამდენივე ქულით მეხუთეა. ჯგუფს ცხრა-ცხრა ქულით საფრანგეთი და შვეიცარია ლიდერობენ, რომლებთანაც საქართველოს ნაკრებმა გასვლითი შეხვედრები წააგო, თუმცა ორივესთან საშინაო მატჩები ჯერ კიდევ გასამართი აქვს.

სლოვაკეთის წინააღმდეგ მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.