საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 20 პროცენტით გაიზარდა
საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 20 პროცენტით გაიზარდა

2019 წლის ოთხი თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები 1 450 847 მგზავრს მოემსახურა, რაც 20 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს (1 208 422 მგზავრი).

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, აპრილში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აპრილში 331 523 მგზავრს მოემსახურა, რაც 12 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (296 163 მგზავრი ). ოთხი თვის ჭრილში კი, მგზავრთნაკადმა 11 პროცენტით მეტი შეადგინა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2019 წლის აპრილში 67 პროცენტით გაიზარდა და 67 530 მგზავრი შეადგინა (2018 წელი 40 413 მგზავრი). რაც შეეხება ოთხი თვის მონაცემებს, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 224 314 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 89 პროცეტით მეტია. (2018 წელი 118 433 მგზავრი).

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2019 წლის აპრილში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 36 532 მგზავრმა ისარგებლა, რაც 16 პროცეტით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 31,501 მგზავრი). ოთხ თვეში კი, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 30 პოცენტით გაიზარდა და 88 448 შეადგინა. (2018 წელი 68 261 მგზავრი).

რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიის აეროპორტი ოთხ თვეში 1 626 მგზავრს მოემსახურა, რაც 16 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 1 406 მგზავრი). ამბროლაურის აეროპორტით კი, 2019 წლის პირველ ოთხ თვეში 261-მა მგზავრმა ისარგებლა, რაც 20 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 218 მგზავრი).  ჯამში, ოთხ თვეში ადგილობრივი აეროპორტებით 1 887 მგზავრმა ისარგებლა, რაც 16 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას (2018 წელი 1 624 მგზავრი).