საქართველოს აეროპორტებს შორის მგზავრთნაკადი წელს ყველაზე მეტად ქუთაისში გაიზარდა
საქართველოს აეროპორტებს შორის მგზავრთნაკადი წელს ყველაზე მეტად ქუთაისში გაიზარდა

საქართველოს აეროპორტებს შორის მგზავრთნაკადი წელს ყველაზე მეტად ქუთაისში გაიზარდა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2019 წლის ექვს თვეში 1 870 082 მგზავრს მოემსახურა, რაც 11.64%-ით (195 024 მგზავრით) მეტია, ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა.

იანვარ-ივნისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 247 391 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 30.01%-ით (57 112 მგზავრით) მეტია 2018 წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებული მგზავრთა რაოდენობის მაჩვენებელზე.

2019 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 55.40%-ით გაიზარდა. სულ გადაყვანილ იქნა 364 834 მგზავრი – 130 060 მგზავრით მეტი ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში.

რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში 3 477 მგზავრს მოემსახურა, რაც 851 მგზავრით, შესაბამისად 32.41%-ით მეტია ვიდრე გასული ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. ამბროლაურის აეროპორტმა წელს 599 მგზავრი მიიღო, რაც 187 მგზავრით მეტია (45.38%) ვიდრე გასული წლის პირველ ნახევარში მომსახურებული მგზავრების რაოდენობა.