„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელი ქეთი ალექსიძე თანამდებობიდან გადადგა.

აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახურში ალექსიძის გადადგომის მიზეზებს არ აკონკრეტებენ და განმარტავენ, რომ მან თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

პირველმა არხმა ალექსიძესთან დაკავშირება სცადა, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

ქეთი ალექსიძე „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელის პოსტს 2010 წლიდან იკავებდა.