საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ „გემო ფესტსა“ და ფრირაიდის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით მესტიის მიმართულებით დამატებითი ავიარეისები დანიშნა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ „გემო ფესტსა“ და ფრირაიდის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით მესტიის მიმართულებით დამატებითი ავიარეისები დანიშნა

21-22 თებერვალს სვანეთი „გემო ფესტს“ უმასპინძლებს, ხოლო 21-28 თებერვალს რეგიონში ფრირაიდის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. გაზრდილი მგზავრთნაკადის გათვალისწინებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ ნატახტრიდან მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტის მიმართულებით და პირიქით, ხუთი დამატებითი ავიარეისი დანიშნა.

დამატებითი ავიარეისები, რეგულარული რეისების პარალელურად, 19-23 თებერვლის პერიოდში შემდეგი განრიგით შესრულდება:

19 თებერვალი: ნატახტარი – მესტია, გაფრენა 13:00;

19 თებერვალი: მესტია – ნატახტარი, გაფრენა 14:15;

19 თებერვალი: ნატახტარი – მესტია, გაფრენა 15:45;

19 თებერვალი: მესტია – ნატახტარი, გაფრენა 17:15;

20 თებერვალი: ნატახტარი – მესტია, გაფრენა 15:00;

20 თებერვალი: მესტია – ნატახტარი, გაფრენა 16:30;

22 თებერვალი: ნატახტარი – მესტია, გაფრენა 15:00;

22 თებერვალი: მესტია – ნატახტარი, გაფრენა 16:30;

23 თებერვალი: ნატახტარი – მესტია, გაფრენა 15:30;

23 თებერვალი: მესტია – ნატახტარი, გაფრენა 17:00

23 თებერვალი: მესტია – ნატახტარი, გაფრენა 17:00.

ამ ეტაპზე, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით და პირიქით, ფრენები კვირაში ექვსი სიხშირით სრულდება. ნატახტარი-მესტიის მიმართულებით ფრენა 90 ლარი ღირს. 0-დან 3-წლამდე ბავშვებისთვის უფასოა, ხოლო 3-დან 12-წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე.

დამატებითი ფრენები რეგულარული რეისების პარალელურად შესრულდება.

ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.