საქართველოს აეროპორტების გაერთიანება „გემო ფესტთან“ დაკავშირებით, ამბროლაურის მიმართულებით დამატებით ავიარეისს ნიშნავს
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება „გემო ფესტთან“ დაკავშირებით, ამბროლაურის მიმართულებით დამატებით ავიარეისს ნიშნავს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება „გემო ფესტთან“ დაკავშირებით ამბროლაურის მიმართულებით დამატებით ავიარეისს ნიშნავს. ინფორმაციას ამის შესახებ აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

29-30 აგვისტოს ამბროლაური, უკვე მეორედ, გასტრონომიულ ფესტივალს მასპინძლობს. ,,გემო ფესტთან“ დაკავშირებით საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ამბროლაურის მიმართულებით 28 აგვისტოს დამატებითი ავიარეისი  დანიშნა.

დამატებითი ავიარეისი, ნატახტრიდან ამბროლაურის ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტის მიმართულებით და პირიქით, შემდეგი განრიგით შესრულდება:

28 აგვისტო: ნატახტარი – ამბროლაური , გაფრენა 15:45

28 აგვისტო: ამბროლაური – ნატახტარი,  გაფრენა 17:00

ამ ეტაპზე, ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით და პირიქით, ფრენები კვირაში სამი სიხშირით სრულდება.

ცნობისთვის, ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით ფრენა 50 ლარი ღირს. 0-დან 3-წლამდე ჩვილები უფასოა, ხოლო 3-დან 12-წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება“, – ნათქვამია აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციაში.