„საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“ ასოციაციის თავმჯდომარის, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის არჩევნებს მართავს
„საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“ ასოციაციის თავმჯდომარის, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის არჩევნებს მართავს

„საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“ ასოციაციის თავმჯდომარის, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის არჩევნებს მართავს.

„ადვოკატთა ასოციაციის“ საარჩევნო საერთო კრება სპეციალურ ელექტრონულ პორტალზე წინასწარი ონლაინრეგისტრაციითა და უშუალოდ არჩევნების დღეს, ოპტიკური სკანერების გამოყენებით ტარდება.

კენჭისყრაში „ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარეობის სამი კანდიდატი იყო რეგისტრირებული, თუმცა ორმა, ვასილ ოსეფაშვილმა და დავით ჯაფარიძემ კანდიდატურები მოხსნეს. არჩევნებში მეორე ვადით მონაწილეობას განაგრძობს დავით ასათიანი.

ხმის მიცემის პროცესი 19:00 საათამდე გაგრძელდება და პასუხები უბნების დახურვიდან ერთ საათში გახდება ცნობილი.

ასოციაციის არჩევნების პროცესს ამერიკულ-კანადური კომპანია „დელიან ფროჯექთი“ უწევს ადმინისტრირებას.

დატოვე კომენტარი