საქართველოს 3 დეკემბერს შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი ეწვევა
საქართველოს 3 დეკემბერს შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი ეწვევა

საქართველოს 3 დეკემბერს შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი დორის ლოიტჰარდი ეწვევა.

დორის ლოიტჰარდის მიღების ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში 4 დეკემბერს გაიმართება.

საქართველოს და შვეიცარიის პრეზიდენტები გამართავენ შეხვედრებს, როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატებში დელეგაციების თანხლებით, რის შემდეგაც ქართული და უცხოური მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

შვეიცარიის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს.