საქართველოს 28-30 ივნისს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრი ეწვევა
საქართველოს 28-30 ივნისს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრი ეწვევა

საქართველოს 28-30 ივნისს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრი სვენია შულცე ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.

„საბედნიეროდ, პანდემიით გამოწვეული პაუზა დასრულდა და გერმანიის საელჩო გერმანელი მინისტრის პირველი ვიზიტისთვის ემზადება. მოხარულები ვართ, რომ საქართველოს 2022 წლის 28-30 ივნისს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრი სვენია შულცე ეწვევა. ქართველ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ვიმყოფებით ვიზიტის მომზადების ინტენსიურ და დასკვნით ეტაპზე. სიხარულით ველით მინისტრსა და დატვირთულ დღეებს!“, – ნათქვამია საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადებაში.