საქართველოს 23-წლამდე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები ქალაქ ბიდგოშჩში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებენ
საქართველოს 23-წლამდე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები ქალაქ ბიდგოშჩში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებენ

საქართველოს 23-წლამდე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები 21-დან 26 ნოემბერის ჩათვლით პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებენ.

გუნდის შემადგენლობაში არიან ოლიმპიური თამაშების პრიზიორი შმაგი ბოლქვაძე, ჭაბუკებსა და ახალგაზრდებში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ზვიად პატარიძე, ჭაბუკებსა და ახალგაზრდებში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი რამაზ ზოიძე, ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი და 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი გელა ბოლქვაძე, ევროპის 2-გზის ჩემპიონი 23-წლამდელთა შორის და მსოფლიოს პრიზიორი უფროსებში ლაშა გობაძე, მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებში დავით ჩხარტიშვილი და ევროპის 5-გზის პრიზიორი ჭაბუკებსა და ახალგაზრდებში კოკა კირცხალია.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

59 კგ – დავით ჩხარტიშვილი (ოზურგეთი)
66 კგ – შმაგი ბოლქვაძე (აჭარა)
71 კგ – რამაზ ზოიძე (აჭარა)
75 კგ – გელა ბოლქვაძე (აჭარა)
80 კგ – ლაშა გობაძე (აჭარა)
86 კგ – გურამ ხეცურიანი (ქუთაისი)
98 კგ – კოკა კირცხალია (თბილისი)
130 კგ – ზვიად პატარიძე (ქუთაისი)

პირველები შეჯიბრებაში ბერძნულ-რომაული ნაკრები ჩაებმება, 21 ნოემბერს 71-75-85-98 კგ, ხოლო 22 ნოემბერს 59-66-80-130 კგ კატეგორიის ფალავნები იასპარეზებენ.