საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ხორვატიაშია #1TVSPORT
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ხორვატიაშია #1TVSPORT

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის პლეი ოფის საპასუხი შეხვედრისთვის ხორვატიაში გაემგზავრა და 18 ნოემბერს რიეკაში მატჩისწინა ვარჯიშს გამართავს. მანამდე საპრესკონფერენციო დარბაზში ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე მედიის წარმომადგენელთა კითხვებს უპასუხებს.

18 ნოემბერი | განრიგი:

15:45 – ივიცა ოლიჩის პრესკონფერენცია

16:30 – ხორვატიის 21-წლამდელთა ნაკრების ვარჯიში

17:30 – რამაზ სვანაძის პრესკონფერენცია

18:00 – საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ვარჯიში

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 19 ნოემბერს უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის პლეი ოფის საპასუხო მატჩს ხორვატიის წინააღმდეგ რიეკაში გამართავს. პირველი შეხვედრა „მიხეილ მესხზე“ ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა – 1:0.

U21 | შემადგენლობა:

მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), ლევან თანდილაშვილი (თელავი).

მცველები: ირაკლი აზაროვი (დონეცკის შახტარი, უკრაინა), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (სირიუსი, შვედეთი), გიორგი მაისურაძე (ჟიტომირი, უკრაინა), ლადო ოდიშვილი (თელავი), ლუკა ლაცაბიძე (ოდესის ჩერნომორეცი, უკრაინა), თორნიკე მორჩილაძე (თელავი).

ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი (იბერია 1999), გიზო მამაგეიშვილი (იბერია 1999), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ირაკლი იეგოიანი (ვიტესი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), ნოდარ ლომინაძე (დილა გორი), დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია).

თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (დინამო თბილისი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია).