საქართველოს 2022 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ანზორ მექვაბიშვილი გახდა #1TVSPORT
საქართველოს 2022 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ანზორ მექვაბიშვილი გახდა #1TVSPORT

საქართველოს 2022 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად თბილისი „დინამოს“ ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი დაასახელეს – ეს  გადაწყვეტილება „შერატონ მეტეხი პალასში“, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, GFF Awards 2022-ზე გახდა ცნობილი.

გასულ სეზონში მექვაბიშვილმა „დინამოს“ შემადგენლობაში 30 თამაში ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა.

ამას გარდა, შემაჯამებელ ღონისძიებაზე ახალგაზრდა (17 და 19-წლამდე) ფეხბურთელებს ალექსანდრე ჩივაძის სახელობის სპეციალური მედლები გადასცეს.

17-წლამდელები

ოქროს მედალი – სოსო კოპალიანი („ლოკომოტივი“)

ვერცხლის მედალი – საბა გეგუჩაძე („საბურთალო“)

ბრინჯაოს მედალი – ალექსანდრე თურქია („დინამო“ თბილისი)

19-წლამდელები

ოქროს მედალი – ლუკა ლაცაბიძე („დინამო თბილისი“)

ვერცხლის მედალი – საბა გოგლიჩიძე („ტორპედო“)

ბრინჯაოს მედალი – ჯადული იობაშვილი („დინამო თბილისი“)

ამ ნომინაციაში პირველი გამარჯვებულები 2017 წელს გამოავლინეს და მათ სპეციალური მედლები თავად ალექსანდრე ჩივაძემ გადასცა – მაშინ 17-წლამდე ფეხბურთელებს შორის ოქროს მედალი ხვიჩა კვარაცხელიამ მიიღო, ხოლო 19-წლამდელთა შორის – ლუკა ლაკვეხელიანმა.