საქართველოს 20-წლამდელ კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მესამე მატჩში ფინეთთან დამარცხდა
საქართველოს 20-წლამდელ კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მესამე მატჩში ფინეთთან დამარცხდა

ბულგარეთში მიმდინარე ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ფინეთის გუნდთან შედეგით 56:71 დამარცხდა.

ჩვენი გუნდიდან 13 ქულით ყველაზე შედეგიანი ვლადიმერ ფურცხვანიძე იყო (მის ანგარიშზე აგრეთვე 9 მოხსნაა), 11 ქულა ნიკა დარბაიძის (+9 მოხსნა), 9-9 ქულა კი რატი ანდრონიკაშვილის და სანდრო მამუკელაშვილის ანგარიშზეა, რომელმაც 8-ჯერ მოხსნა ბურთი.

ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონიდან ელიტაში გადასვლის შანსი საქართველოს ნაკრებმა დაკარგა. ფინეთი კი პოლონეთის გუნდთან შემდგომ ეტაპზე გავიდა. ჯგუფის ბოლო მატჩს საქართველოს ნაკრები 18 ივლისს პორტუგალიასთან ჩაატარებს.