საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ სამხრეთ აფრიკას ამარცხებს

21:24, 30.05.2018

მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ეროვნული ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ სამხრეთ აფრიკას ამარცხებს.

ანგარიში 17:12-ია. ახალგაზრდა „ბორჯღალოსნებმა“ საწყის ორმოც წუთში მეტოქეს ორი ლელო, გარდასახვა და ჯარიმა გაუტანეს.

20 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი რაგბიში საფრანგეთში მიმდინარეობს.

მსგავსი