საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა აზერბაიჯანის ტურნირი დაასრულა - ჟორჟ ქარსელაძემ სადებიუტო მატჩი ჩაატარა #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა აზერბაიჯანის ტურნირი დაასრულა - ჟორჟ ქარსელაძემ სადებიუტო მატჩი ჩაატარა #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა აზერბაიჯანის საერთაშორისო ტურნირზე გამოსვლა მარცხით დაასრულა.

ვასილ მაისურაძის გუნდი, რომელიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის ემზადება, აზერბაიჯანთან 1:2 დამარცხდა, ხოლო მეორე შეხვედრა ბელარუსთან დათმო – 0:2.

საქართველოს ნაკრებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა „რიუ ავეს“ 18 წლის მცველმა, ჟორჟე ქარსელაძემ, რომელიც პორტუგალიაშია დაბადებული და გაზრდილი, მან ორივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ბელარუსთან მატჩში: ბედიაშვილი, ნარიმანიძე, გიუნაშვილი, მეფარიშვილი, ტაბატაძე, ცეცხლაძე, შეროზია, კანტიძე, მაშავა, ხაჩიძე, ქარსელაძე.

შეცვლაზე ითამაშეს: ტყეშელაშვილი, ფაღავა, ნინიძე, ყველაშვილი, ცეცხლაძე, ბერელიძე, ავალიანი.

19-წლამდელთა ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიაში გასამართი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში ესპანეთს, კვიპროსსა და მოლდოვას შეხვდება. ჯგუფურ ეტაპს (15-21 ნოემბერი) საქართველო უმასპინძლებს.