საქართველოს 19-წლამდე ქალთა ნაკრებმა აზერბაიჯანი დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდე ქალთა ნაკრებმა აზერბაიჯანი დაამარცხა #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები რუსთავის ტექნიკურ ცენტრში გამართულ ამხანაგურ მატჩში აზერბაიჯანის ასაკობრივ გუნდს დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

შეხვედრა ჩვენი გუნდის უპირატესობით მიმდინარეობდა და ლოგიკური შედეგით დასრულდა. ანგარიში 26-ე წუთზე ნატა კვირკვაიამ გახსნა, 47-ე წუთზე კი საქართველოს ნაკრების უპირატესობა ორამდე ელენე ენჯიბაძემ გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საქართველოს და აზერბაიჯანის 19-წლამდე ნაკრებთა მეორე ამხანაგური მატჩი 23 სექტემბერს გაიმართება. მატჩი სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში ჩატარდება და 18:00 საათზე დაიწყება.

ეს ამხანაგური მატჩები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების ნაწილია. ოქტომბერის ბოლოს გასამართ შესარჩევ ეტაპზე საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ბულგარეთს, ხორვატიასა და ლატვიას დაუპირისპირდება.