საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ამხანაგურ მატჩში ისრაელს უმასპინძლა და დაძაბული მატჩი 2:1 მოიგო.

ისრაელი მე-15 წუთზე ეიად ხალაილის გოლით დაწინაურდა. წონასწორობა მალევე, მე-18 წუთზე ჩვენი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა სამუშიამ ეფექტური გოლით აღადგინა. გამარჯვების გოლი კი 89-ე წუთზე გიორგი მეფარიშვილმა სტანდარტულის გათამაშების შემდეგ თავური დარტყმით გაიტანა.

საქართველოს ნაკრების მეკარემ, მათე საურმა შესანიშნავად ითამაშა და რამდენიმე სახიფათო დარტყმული მოიგერია. ისრაელის წინააღმდეგ მეორე ამხანაგურ მატჩს ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდი 5 მარტს, 18:00 საათზე დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე ითამაშებს.

ეს გენერალური რეპეტიცია იყო 19-წლამდელების ნაკრებისთვის, რომელიც 2025 წლის 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში პოლონეთს, სლოვაკეთსა და მონტენეგროს დაუპირისპირდება. ჯგუფური ეტაპის მატჩებს საქართველო უმასპინძლებს.

U19. ელიტ რაუნდი

19 მარტი, მესხი 2. 19:00

საქართველო – პოლონეთი

22 მარტი, მესხი 2 19:00

საქართველო – სლოვაკეთი

25 მარტი. მესხი 2. 19:00

საქართველო – მონტენეგრო