საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ისრაელს დაუზავდა #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ისრაელს დაუზავდა #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-4 ჯგუფის მეორე შეხვედრა ლიდერთან, ისრაელის ნაკრებთან გამართა და მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა – 1:1.

მალტის ქალაქ ტა ქაალის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ დაპირისპირებაში ანგარიში 33-ე წუთზე მეტოქემ გახსნა – ჩვენი ნაკრების კარი შანი სიროტამ აიღო. საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა გათანაბრება 46-ე შეძლო, ისრაელის ნაკრებს ეთერ სულაშვილმა გაუტანა და ანგარიში აღარ შეცვლილა 1:1.

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო შეხვედრას მასპინძელ მალტასთან გამართავს. ტა ქალის „სენთენარი სთედიუმზე“ მატჩი 26 ოქტომბერს, თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.

უეფა-ს გადაწყვეტილებით, 2021-22 წლების სეზონიდან გოგონათა ასაკობრივი ტურნირების ფორმატი შეიცვალა და ერთა ლიგის მსგავსი გათამაშება დაინერგა. ფინალურ ეტაპამდე გუნდები ორ რაუნდიან შესარჩევ ეტაპს გაივლიან.

საბოლოოდ, კონტინენტის უძლიერესი გუნდის სტატუსისთვის რვა ასაკობრივი ნაკრები იბრძოლებს. A ლიგის შვიდ ჯგუფში ბოლო, მეოთხე ადგილზე გასული ნაკრებები ახალი სეზონისთვის B ლიგაში დაქვეითდებიან.