საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროშესარჩევისთვის ემზადება #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროშესარჩევისთვის ემზადება #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B დივიზიონის მატჩებისთვის მზადება დაიწყო.

ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლავრენტი დავითაშვილმა გუნდი რუსთავში, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრში შეკრიბა, სადაც 25 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით მოამზადებს.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის მატჩები შემოდგომაზე გაიმართება. საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ბულგარეთს, ხორვატიას და ლატვიას დაუპირისპირდება.

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლავრენტი დავითაშვილმა შემდეგი შემადგენლობა გამოიძახა:

მეკარე: მარიამ ჭრიკიშვილი (სამეგრელო, ჩხოროწყუ), ანანო ხუცურაული

დაცვა: ნინი ყვავაძე, ნია ნოზაძე (ორივე – რუსთავი), დიანა მელაძე (თეთრიწყარო), ლიზი ჯგუშია (ვერე), ლიკა ქობალავა (კოლხეთი, ხობი), ელენე ენჯიბაძე (სამეგრელო, ჩხოროწყუ), თამუნა ლონდარიძე (ნორჩი დინამო, თბილისი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ლიზი გოგალაძე, მარიამ მამფორია, ლიზი კანკია, ნინი ბერიძე (ყველა – კვარტალი, თბილისი), ნათია ჯოჯუა, ანა პავლიაშვილი, ნინო ბუხრიკიძე (სამივე – სამეგრელო, ჩხოროწყუ), ნატა კვირკვაია, სესილი ყოლბაია, ლიზი ცაავა (სამივე – კოლხეთი, ხობი), ანა საღირაშვილი, მარიამ ოლქიაშვილი (ორივე – ნორჩი დინამო, თბილისი), თინათინ ამბალია (ლანჩხუთი), შორენა ჯანეზაშვილი (ელიტა, თბილისი).