საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა B დივიზიონი მე-12 ადგილზე დაასრულა #1TVSPORT

22:00, 03.08.2025

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა მე-11 ადგილისთვის მატჩი პორტუგალიასთან გამართა. თანაბარ ბრძოლაში საბოლოო გამარჯვება პორტუგალიელებს დარჩათ – 66:62. შესაბამისად, ნიკა ცინცაძის გაწვრთნილმა გუნდმა შეჯიბრება მე-12 ადგილზე დაასრულა.

გამოირჩნენ გიორგი ჭირაქაძე და გიორგი ნიკოლაევი. პირველმა 15 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა, მეორემ – 13 ქულა და 6 მოხსნა.

არ უთამაშია სასტარტო გამთამაშებელს, მათე ხატიაშვილს.

მსგავსი