საქართველოს 18 წლამდელ მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ექვსი ერის ფესტივალზე გაემგზავრა

01:55, 07.04.2025

საქართველოს 18 წლამდელ მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ექვსი ერის ფესტივალზე გაემგზავრა.

უმცროსი „ბორჯღალოსნები“ 10 აპრილს იტალიას დაუპირუსპირდებიან, 14 აპრილს – უელსს, 18 აპრილს კი – ირლანდიას.

ექვსი ერის ფესტივალის მატჩები ქალაქ ვიშში გაიმართება. ფესტივალში საქართველოსა და ექვსი ერის ქვეყნებთან (ინგლისი, საფრანგეთი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია, იტალია) ერთად, წელს, პორტუგალიის ნაცვლად, ესპანეთი ითამაშებს.

მსგავსი