საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა პორტუგალიის ოთხთა ტურნირზე პირველი მატჩი ფრედ დაასრულა. ვასილ მაისურაძის გუნდი ფინელ თანატოლებს დაუზავდა – 1:1.
შეხვედრაში ანგარიში შეცვლაზე შესულმა ლაურიე ლაინემ 50-ე წუთზე გახსნა. 78-ე წუთზე ფინელები კაცნაკლულები დარჩნენ – მთავარმა არბიტრმა დანიელ არმსტრონგს მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედნიდან გააძევა.
ვასილ მაისურაძის გუნდმა რიცხვობრივი უპირატესობით ისარგებლა და მატჩის მიწურულს ანგარიში გაათანაბრა. დამატებული დროის პირველ წუთზე ნიკოლოზ ნინიძე ფინეთის ნაკრების საჯარიმოში შევარდა და ეფექტური დარტყმით მეტოქის კარი აიღო.
მეორე შეხვდრას ჩვენი ასაკობრივი გუნდი ტურნირის მასპინძელ პორტუგალიასთან 26 მარტს, 18:00 საათზე გამართავს, ხოლო ბოლო მატჩში 18-წლამდელები 28 მარტს ავსტრიას დაუპირისპირდებიან.
26 მარტი, 18:00
საქართველო V პორტუგალია
28 მარტი, 15:00
საქართველო V ავსტრია