საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება #1TVSPORT
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება #1TVSPORT

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც 11-19 ნოემბერს ჩეხეთში გაიმართება. გუნდი „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე 32-კაციანი გაფართოებული შემადგენლობით ვარჯიშობს, საიდანაც მწვრთნელები საბოლოოდ 26 მოთამაშეს შეარჩევენ.

ზურაბ ამონაშვილი, 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი – „სელექცია თითქმის დასრულდა. ვმუშაობთ ტექნიკური და ტაქტიკური დეტალების დახვეწაზე. სამწუხაროდ, საერთაშორისო შეხვედრების გამოცდილების გარეშე დავრჩით, დაგეგმილი გვქონდა საკონტროლო მატჩი სამხრეთ აფრიკის გუნდთან, მაგრამ მეტოქე ბოლო მომენტში ვერ ჩამოვიდა. ასეთ სიტუაციაში დიდი დახმარება გაგვიწიეს „ლელომ“ და „ყოჩებმა“, მათთან ჩავატარეთ თამაშები.

რა თქმა უნდა, ტიტულის მოსაგებად ვიბრძოლებთ, თუმცა ეს იოლი არ იქნება. ჩვენმა კონკურენტებმა ორ-ორი საერთაშორისო ტურნირი ითამაშეს. მიუხედავად ამისა, ბოლომდე დავიხარჯებით და ვეცდებით, გამარჯვებებთან ერთად, მაყურებელი სანახაობრივი თამაშითაც გავახაროთ“.

შეგახსენებთ, 2018 წლიდან დღემდე „უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“ ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ ოთხჯერ მოიპოვეს.

ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალური შეხვედრები 11 ნოემბერს გაიმართება.

საქართველო – შვეიცარია

ბელგია – ნიდერლანდები

პორტუგალია – რუმინეთი

ესპანეთი – ჩეხეთი

შვეიცარიის დამარცხების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში ბელგიასა და ნიდერლანდებს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

18-წლამდელთა გაფართოებული შემადგენლობა:

შერკინება: დაჩი ჭელიძე, მიშო ხახუბია, შოთა ხელაძე, ნიკოლოზ აბესაძე, ანდრო დვალი, მიხეილ შიოშვილი (ყველა – „ლელო“), აჩი ნოზაძე, მათე ღურწკაია (ორივე – „ყოჩები“), გიორგი მესხი, ცოტნე ცხოვრებაძე, ნიკა ნეფარიძე, გიორგი ბოჩიკაშვილი (ყევლა – „ხვამლი“), გიორგი ძაგანია („ნიცა“, საფრანგეთი), ნიკოლოზ ქუმარიტოვი („ლოკომოტივი“), თემო წულუკიძე („იუნკერები“), ლუკა საღინაძე (ლიონი“, საფრანგეთი), ლუკა წიკლაური („რუსთავი“), ლუკა გაბუნია („აია“).

ხაზი: გიორგი სპანდერაშვილი, გიორგი ხაინდრავა ნიკოლოზ ხალვაში, ნუგო ქევხიშვილი (ყველა – „ლელო“), გიორგი ჯაში, სანდრო მესხიძე, დავით ბარბაქაძე, ლუკა კეშელავა, სანდრო სესიაშვილი (ყველა – „არმია“), გიორგი ჭელიძე („აია“), ტატო ბურთიკაშვილი („ვეფხვები“), გოგიჩა გოგუა („არმაზი“), ლუკა თაყაიშვილი („ხვამლი“), გიორგი ბოლქვაძე („აკადემია“), ბუბა ნოზაძე, მათე თავდგირიძე (ორივე – „ბათუმი“), გიგი სირბილაძე („სქარბოროუ“, ინგლისი).