რაგბი | ექვსი ერის ფესტივალის პირველ მატჩში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები შოტლანდიასთან დამარცხდა #1TVSPORT
რაგბი | ექვსი ერის ფესტივალის პირველ მატჩში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები შოტლანდიასთან დამარცხდა #1TVSPORT

საქართველოს 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა ექვსი ერის ფესტივალზე პირველი თამაში შოტლანდიის წინააღმდეგ ჩაატარა და 14:22 დამარცხდა.

თამაშის დასაწყისში შოტლანდიელებმა ორი ლელოს დადება მოახერხეს (მხოლოდ ერთი გარდასახეს), რასაც პირველი ტაიმის ბოლოს ქართველმა მორაგბეებმა ერთ გარდასახული ლელოთი უპასუხეს და ტაიმი 7:12 წააგეს.

მეორე ტაიმი უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ აქტიურად დაიწყეს, საჯარიმო ლელო მიითვალეს და 14:12 დაწინაურდნენ, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს და საბოლოოდ 14:22 დამარცხდნენ.

ექვსი ერის ფესტივალზე მომადევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 3 აპრილს საფრანგეთის წინააღმდეგ ჩაატარებს, 7 აპრილს კი ქართველების მეტოქე ინგლისის ნაკრები იქნება.