საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა რუმინეთთან ამხანაგური მატჩი გამართა - შეხვედრაში ერთი გოლი თორნიკე კვარაცხელიამ გაიტანა #1TVSPORT
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა რუმინეთთან ამხანაგური მატჩი გამართა - შეხვედრაში ერთი გოლი თორნიკე კვარაცხელიამ გაიტანა #1TVSPORT

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ბუქარესტთან ახლოს მდებარე ბუფტიას საფეხბურთო ცენტრში რუმინეთის ნაკრებს ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

გიორგი ჩიტაურის გუნდმა პირველი მატჩი თურქეთთან 1:2 წააგო. მეორე შეხვედრაშიც თავი თორნიკე კვარაცხელიამ გამოიჩინა და 38-ე წუთზე გუნდი დააწინაურა. თუმცა მასპინძლებმა მეორე ტაიმში თამაში შემოატრიალეს და ლივიუ არჯეშანუს (48′), პატრიკ ბუდესკუსა (68′) და მატეი პადურეს (87′) გოლებით გაიმარჯვეს.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები შემოდგომაზე გასამართი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის ემზადება. ჩვენი ასაკობრივი გუნდი 3-გუნდიან ჯგუფში ყაზახეთსა და ავსტრიას დაუპირისპირდება. საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებს 11-17 ნოემბერს საქართველო უმასპინძლებს.