საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა კვიპროსთან ფრედ ითამაშა #1TVSPORT
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა კვიპროსთან ფრედ ითამაშა #1TVSPORT

საქართველოს 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა კვიპროსში, ხანმოკლე შეკრებაზე, პირველი ამხანაგური შეხვედრა პერისტერონში, „დოქსას“ სტადიონზე ადგილობრივ ნაკრებთან ჩაატარა და 1:1 დაასრულა.

ანგარიში მასპინძლებმა მე-13 წუთზე კრის ევანგელუს ზუსტი დარტყმით გახსენეს, თუმცა 32-ე წუთზე, ნიკოლოზ ელისაშვილის პასით, ზუსტი თავური დარტყმით ანგარიში ნიკოლოზ ჩიქოვანმა გაათანაბრა.

გიორგი ჩიტაურის გუნდი კვიპროსთან მეორე ამხანაგურ მატჩს 18 იანვარს გამართავს.

U17 | შემადგენლობა:

მეკარეები: საბა ასანიძე (სულაქველიძის აკადემია), გიორგი ყავლაშვილი („როიალ ანტვერპენი“).

მცველები: საბა ხარებაშვილი, გიგი გლუნჩაძე, გიორგი გვასალია, შოთა დიაკონიძე (ყველა – „დინამო თბილისი“), ალექსანდრე ამისულაშვილი („საბურთალო“), დაჩი გოგოლი.

ნახევარმცველები: ნიკოლოზ ჩიქოვანი, ნიკოლოზ ელისაშვილი, ლუკა წულაია, რევაზ დანელია (ყველა – „დინამო თბილისი“), ნიკოლოზ სურგულაძე, დავით გოგილაშვილი, სანდრო რატიანი (სამივე – „საბურთალო“), ლუკა ლაშხია („მერანი“ მარტვილი), საბა ნიორაძე („სელერო“), გიორგი ჩუბინიძე („ბორნმუთი“, ინგლისი).

თავდამსხმელები: ჰალიდ დოლტმურზიევი („ბრიუგე“, ბელგია), გიორგი მჟავანაძე („საბურთალო“).

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები მარტში ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში მიიღებს მონაწილეობას და ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად თურქეთს, დანიასა და სერბეთს შეხვდება. მატჩებს 20-26 მარტს საქართველო უმასპინძლებს. ევროპის ჩემპიონატზე, ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად, შვიდი საუკეთესო მეორეადგილოსანი ითამაშებს.

ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდი

20 მარტი | საქართველო – სერბეთი

23 მარტი | საქართველო – თურქეთი

26 მარტი| საქართველო – დანია