საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის საგზური მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ლიეტუვის ნაკრებთან ფრედ 1:1 ითამაშა და ელიტრაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა.

ქუთაისში გამართულ შევედრაში ქართველი ჭაბუკები რეზი დანელიას გოლით დაწინაურდნენ. ლიეტუველებს ანგარიშის გათანაბრების შანსი მალევე მიეცათ, მაგრამ საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი ყავლაშვილმა პენალტი მოიგერია.

სტუმრებმა მატჩის მიწურულს მაინც მოახერხეს გატანა და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

ფრედ დასრულდა ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაც – ავსტრიის ნაკრები დანიასთამ 0:2 მარცხდებოდა, მაგრამ მეორე ტაიმში ავსტრიელებმა შეძლეს ანგარიშის გათანაბრება და შეხვედრა 2:2 დასრულდა.

საბოლოოდ, ელიტრაუნდის საგზური ავსტრიისა და საქართველოს ნაკრებებმა მოიპოვეს.


ლიეტუვა-საქართველო 1:1


გოლები: 0:1 დანელია (5. გვასალიას პასით), 1:1 გრუძინსკასი (85)

გამოუყენებელი პენალტი: გარბალიაუსკასი (8), სალია (42)

ლიეტუვა (4-2-3-1): ლისიონოკი – ა. ალიშაუსკასი, რაუდონისი, ბიერონტასი, კირლიაუსკასი – პაუკშტისი (76. ტაუჩასი), გრუძინსკასი – ემერი, ლეიპუსი (46. ბუიკუსი), კატკაუსკასი (74. ამბრაზაიტისი) – გარბალიაუსკასი (46. ჟდანოვიჩი)

მწვრთნელი: ანდრიუს ველიჩკა

საქართველო (4-3-3): ყავლაშვილი – გვასალია, ამისულაშვილი, შათირიშვილი, ხარებაშვილი – ელისაშვილი (66. ჩუბინიძე), სურგულაძე, წულაია – დანელია (72. გლუნჩაძე), გოგილაშვილი (66. ჩიქოვანი), სალია (84. ქუთათელაძე)

მწვრთნელი: გიორგი ჩიტაური

გაფრთხილება: ემერი (27), სალია (42), გვასალია (80), ბიერონტასი (82)

არბიტრი: ჯ. რობინსონი (ჩრ. ირლანდია)