საქართველოს 17- წლამდელთა ნაკრები ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას იწყებს #1TVSPORT
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისათვის მზადებას იწყებს. გიორგი ხიზანიშვილის გაწვრთნილი გუნდი მე-2 ჯგუფში მოხვდა და ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად პოლონეთს, სლოვენიასა და სომხეთს შეხვდება.
ჯგუფური ეტაპის მატჩები 9-15 ოქტომბერს სლოვენიაში გაიმართება.
მატჩების განრიგი:
9 ოქტომბერი
საქართველო – სლოვენია
12 ოქტომბერი
საქართველო – პოლონეთი
15 ოქტომბერი
საქართველო – სომხეთი