საქართველოს 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა საბერძნეთი დაამარცხა
საქართველოს 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა საბერძნეთი დაამარცხა
საქართველოს 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ბერძენ თანატოლებს უმასპინძლა და დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხა 2:0.
 
მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონზე გამართულ მატჩში ანგარიში პირველ ტაიმში „საბურთალოს“ თავდამსხმელმა გიორგი გვიშიანმა გახსნა და საბერძნეთის კარი 26-ე წუთზე აიღო. მე-80 წუთზე კი სტუმართა კარში ბურთი ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის ნახევარმცველმა, ოთარ მამაგეიშვილმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 2:0.
ეს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლამდე გიორგი ჩიტაურის გუნდის დასკვნითი მატჩი იყო, რომელსაც 13-19 ნოემბერს პორტუგალია უმასპინძლებს.  საქართველოს მეტოქეები მასპინძელი პორტუგალიის გარდა, უკრაინა და ალბანეთი იქნებიან.