საქართველოს 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები საკვალიფიკაციო რაუნდს პირველ მატჩს სლოვენიასთან გამართავს #1TVSPORT
დღეს საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდს იწყებს, რომელსაც სლოვენია მასპინძლობს.
ჩენი გუნდი თამაშებს 9, 12 და 15 ოქტომბერს ჩაატარებს. უმცროსი „ჯვაროსნები“ მასპინძელ სლოვენიას დაუპირისპირდებიან, 12-ში – პოლონეთს, ხოლო ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს, 15 ოქტომბერს სომხეთთან ჩაატარებენ.
9 ოქტომბერი, 17:30 | სლოვენია – საქართველო
12 ოქტომბერი, 17:30 | პოლონეთი – საქართველო
15 ოქტომბერი, 14:00 | სომხეთი – საქართველო
ამ მატჩებისთვის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჩიტაურმა 20 ფეხბურთელი გამოიძახა.
17-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: სანდრო კუპატაძე (35-ე სკოლა), საბა ასანიძე („ლოკომოტივი“).
მცველები: გლიბ კატკოვი („ინტერის აკადემია“), საბა ხარებაშვილი („დინამო თბილისი“), ალეკო გეთიაშვილი („დინამო თბილისი“), ნიკოლოზ ხუციშვილი (35-ე სკოლა), მათე შათირიშვილი („დინამო თბილისი“), ლუკა კუპრავა („ტორპედო“), ირაკლი კობახიძე („იბერია 1999“).
ნახევარმცველები: ანდრია ქობულიძე („ლოკომოტივი“), ლუკა გელაძე („ლოკომოტივი“), გიორგი კობახიძე (ცსკა, მოსკოვი), შოთა გვარჯალაძე („კოლხეთი“ ფოთი), გიორგი ჯაბურია („დინამო თბილისი“), ანდრია ბართიშვილი („დინამო თბილისი“), კობა კაკაშვილი („დინამო თბილისი“), შოთა დიაკონიძე („დინამო თბილისი“).
თავდამსხმელები: რევაზ კირვალიძე (35-ე სკოლა), თენგიზ ნებულიშვილი („იბერია 1999“), რევაზ ჯიქია (35-ე სკოლა).